ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჭითაწყარის საბავშვო ბაღი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ჩვენი ანგელოზები უფალთან გაფრინდნენ. მოსწყდნენ ამ ქვეყნიერებას.
გიორგი და გაბრიელი სიცოცხლით სავსე ანგელოზები, სიკეთით და სიყვარულით გამორჩეულები…
ჭითაწყარის საბავშვო ბაღი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი აღსაზრდელების ტრაგიკულად დაღუპვის გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ოჯახს.
ნათელში იყოს თქვენი უმანკო სული“, – ვკითხულობთ ტექსტში.
ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.