LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ისეთი ბედნიერებაა, ამ ორი ანგელოზის დედობა…“ – უბერებელი ნაომი კემპბელი Bazaar-ის გარეკანზე

151
page

ბოლო რამდენიმე კვირაა ლეგენდარული მოდელის, ნაომი კემპბელის ირგვლივ მითქმა- მოთქმა არ ცხრება. 54 წლის ვარსკვლავი შვილებთან და მეგობრებთან ერთად იბიცაზე ისვენებს. მასთან ერთად იმყოფება არაბი მულტიმილიონერი, მოჰამედ ალ ტურკი. მედია აქტიურად საუბრობს მათ რომანზე.

ნაომი კემპბელი, მოჰამედ ალ ტურკი და ბავშვები – ტოპ მოდელის შვილების მამა არაბი მულტიმილიონერია – უახლესი ფოტოები

ამის გარკვევას Bazaar-ი შეეცადა. გლამურულმა გამოცემამ ახალი ნომერი ტოპ-მოდელს დაუთმო. მალევე თვალისმომჭრელმა ფოტოებმა მოიცვა მთელი ინტერნეტსივრცე. საზოგადოება გაფაციცებით ელოდე სიახლეებს, თუმცა, ამაოდ, კემპბელმა ინტერვიუში მხოლოდ თავის შვილებზე ისაუბრა.

„შვილები ჩემთვის ყველაფერია. ისეთი ბედნიერებაა, ამ ორი ანგელოზის დედობა… მათ მოგზაურობა საოცრად უყვართ, ეს ფაქტი მახარებს, მათ ხომ ყველაფერი უნდა ნახონ, თუმცა, როცა ორდღიან გადაღებებზე მიწევს ხოლმე ქვეყნიდან გასვლა, ისინი თან არ მიმყავს“, – აცხადებს ნაომი.

აღსანიშნავია, ამ დრომდე უცნობი რჩება ნაომი კემპბელის შვილების მამის ვინაობა.

54 წლის ნაომი კემპბელისა და არაბი მულტიმილიონერის რომანტიკა იბიცაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები