მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, „სწორედ მომავალ არჩევნებზე წყდება საქართველოს ბედი, სადაც პასუხი გაეცემა მთავარ კითხვას, ვიქნებით ძლიერი, განვითარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ გავიზიარებთ უკრაინის ბედს და მოხდება საქართველოს უკრაინიზაცია“.
როგორც ზურა ხაჩიძე წერს, „აპირებს აქტიურად ჩაერიოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიაში, ამხილოს დესტრუქციული ძალები და საზოგადოებამდე სიმართლე მიიტანოს“.
„მეგობრებო ყველასთვის ცნობილია, რომ 2024 წლის არჩევნები ერთგვარი წყალგამყოფია ჩვენი ქვეყნისთვის, სწორედ მომავალ არჩევნებზე წყდება საქართველოს ბედი, არჩევნები პასუხს გასცემს მთავარ კითხვას ვიქნებით ძლიერი, განვითარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ გავიზიარებთ უკრაინის ბედს და მოხდება საქართველოს უკრაინიზაცია, რაც მეორე ფრონტს, ნგრევას და უკუსვლას ნიშნავს. მომავალი არჩევნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვაპირებ აქტიურად ჩავება დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიაში, ვამხილო დესტრუქციული ძალები და საზოგადოებამდე სიმართლე მივიტანო“, – წერს ზურა ხაჩიძე.