LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ფეხბურთელი, რომელიც ვილი სანიოლმა სასექტემბრო მატჩებისთვის გამოიძახა – სიმპათიური სპორტსმენის, ლუკა გადრანის ოჯახური ცხოვრება

2498
ლუკა გადრანი 111

სასექტემბრო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების შემადგენლობისთვის 23 ფეხბურთელი გამოძახა. სია უკვე გამოქვეყნებულია და მათ შორის არის ორი დებიუტანტი – შოთა ნონიკაშვილი და ლუკა გადრანი.

ჩვენი ყურადღება მიიქცია ლუკა გადრანმა, მცველმა, რომელიც ამჟამად ყაზახეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს.

ლუკა გადრანი 2023 წელს ყაზახეთის პრემიერლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, ახლა კი მას პირველად ექნება ეროვნული ნაკრების სახელით მოედანზე ასპარეზობის საშუალება.

27 წლის ქართველ მცველს ჰყავს ოჯახი, მეუღლე თიკა კაპანაძე და ორი შვილი.

ლუკა ხშირად აქვეყნებს ფოტოებს ოჯახთან ერთად. როგორც ჩანს, შვილებთან და მეუღლესთან დროის გატარება ძალიან უყვარს.

სიმპათიურ ფეხბურთელს, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, წარმატებებს ვუსურვებთ!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g