LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად: ქართველი მხატვრული მოცურავე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 7 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა

149
მარი ალავიძე

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი მხატვრული მოცურავეები პერუში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი მოცურავე შვიდ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 18 წლის მარი ალავიძემ თავისუფალი სოლო პროგრამის ფინალურ ეტაპზე 268,9208 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა.

„წინასწარ შეჯიბრებაში ის 271,0895 ქულით ხუთ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა.

2024 წელს დოჰაში სენიორთა შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მარი ალავიძემ ტექნიკური სოლო პროგრამით მე-8 ადგილი დაიკავა, წელსვე ევროპის ჩემპიონატზე კი ტექნიკური სოლო პროგრამით იგი მეოთხე იყო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი მხატვრული მოცურავე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შვიდ…

Posted by საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო on ორშაბათი, 02 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები