LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლე მის კრიტიკოსს პასუხს უბრუნებს: „თეატრი რომ გაინტერესებდეს, მახოს როლს ვერ აიცილებ, რომც გინდოდეს და დავიჯერო, ისეთი გაუნათლებელი ხარ, რომ ბუჩქი მთავარი როლი გგონია?“

353
--2024-04-04_09-47-22_851855-1024x576

მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლე, ხათუნა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში მეორე ნახევრის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას აქვეყნებს და კრიტიკოსს პასუხსაც სცემს.

„ქვრივიშვილის „როლი“ გვანახეთ, გთხოვთ“, აღნიშნულია იმ კომენტარში, რომელსაც ხათუნა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გვიზიარებს.

„ნუ, თეატრში თუ არ დადიხარ, დაელოდე, თეატრი მოვა შენთან…

უხერხულია ამის თხოვნა… თეატრი რომ გაინტერესებდეს, მახოს როლს ვერ აიცილებ, რომც გინდოდეს და დავიჯერო, ისეთი გაუნათლებელი ხარ, რომ ბუჩქი მთავარი როლი გგონია?

ყოჩაღი დარეჯანას გოგოს ეს არ ეკადრება…“, წერს ხათუნა ფეიქრიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები