LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევერცხლილი დენიელ კრეიგი და უბერებელი რეიჩელ ვაისი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ

178
შევერცხლილი დენიელ კრეიგი და უბერებელი რეიჩელ ვაისი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ

ვენეციის რიგით 81-ე ცერემონიაზე ლუკა გუადანინოს ხალი ფილმის „ქვიარის” პრემიერა შედგა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ლეგენდარული ჯეიმს ბონდის ვარსკვლავი, 56 წლის დენიელ კრეიგი ასრულებს. ფილმის ჩვენებას მსახიობი მეუღლესთან, მსახიობ რეიჩელ ვაისთან ერთად დაესწრო. მეუღლეები ფოტოგრაფებთან, ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ. კრეიგს შევერცხლილი თმით, უკვე დაეტყო ასაკი, აი რეიჩელ ვაისი კი ძველებურად შეუდარებელია.

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი წითელ ხალიჩაზე Loewe-ის ბრენდის სამოსში წარსდგა, რადგან ბრენდის კრეატიული დირექტორი ჯონათან ანდერსონი, თავადაც მუშაობდა კინოსურათზე. რაც ეხება რეიჩელ ვაისს, ის ბრწყინავდა „ვალენტინოს” იისფერ კაბაში.

კინოჩვენების სტუმრებს შორის ასევე იყვნენ, პედრო ალმოდოვარი, ტილდა სუინტონი, იზაბელ იუპერი და ტეილორ რასელი.

Queer – ლუკა გუადანინოს ახალი ფილმი დენიელ კრეიგისა და დრიუ სტარკის მონაწილეობით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები