LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Land Cruiser: ყველაზე სწრაფი ყველგანმავალი მსოფლიოში

58

Toyota Land Cruiser მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ყველგანმავალი გახდა. კალიფორნიაში აეროკოსმოსური გამოსაცდელი ცენტრის ასაფრენ ზოლზე ავტომობილის დატიუნინგებულმა ვარიანტმა 370 კილომეტტრ/საათი განავითარა. ეს კი თითქმის 31 კილომეტრ/საათით მეტია, ვიდრე წინა რეკორდი, რომელიც ატელიე Brabus-ის მიერ გაუმჯობესებულმა Mercedes-Benz GLK-მ დაამყარა.

ავტომობილის საჭესთან NASCAR-ის სერიის ყოფილი მრბოლელი კარლ ედვარდსი იჯდა, გარბენისთვის ოთხ კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკი მომზადდა, პილოტს სიჩქარის აკრება 2,5 კილომეტრზე უნდა მოესწრო, რომ დარჩენილი დისტანცია უსაფრთხოდ დამუხრუჭებაში გამოეყენებინა.

მიუხედავად გამარჯვებისა, ოფიციალურ რეკორდად მაინც ”ბრაბუსის” მიღწევა რჩება. მარკის წარმომადგენლის განცხადებით, გინესის რეკორდების წიგნმა უარი თქვა გამოცემაში კატეგორია ყველგანმავლები ჩაემატებინა, გარდა ამისა, ყველაზე სწრაფი „ბრაბუსი“ გაყიდვაშია, ეს კი ერთადერთი ეკზემპლარია.

ყველაზე სწრაფი Toyota Land Cruiser გასულ წელს SEMA-ს გამოფენაზე აჩვენეს. ავტომობილი 2000 ცხენის ძალიანი 5.7 ორ ტურბინიანი ძრავით არის აღჭურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები