LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენზე ვერავის წამოსცდება, ოდესღაც იყო, რადგან სიკვდილსაც მოერია, მომავლის ბიჭი!“ – პეტრე კოლხი ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების თარიღს ემოციურ ლექსს უძღვნის

330
პეტრე კოლხი

ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა.

ნიკოს გარდაცვალების თარიღს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი ეხმაურება და მას ლექსს უძღვნის.

ვიდეო: „ყველაზე საშინელი დღე თენდება 15 სექტემბერი!!! ვერაგულად დაგვიხვრიტეს შენი სხეული შვილო…ტკივილამდე გვენატრები ნიკო“ – იზა ომაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ხვალ ნიკოს დღეა, ამ მარად ცოცხალი ბიჭის!..

რა დრო გასულა შემზარავი წამიდან ნიკო,

ჩაგიკრა ზეცამ, ნაბიჯები მიწაზე იწვის,

დედისთვის მეტი უარესი რა უნდა იყოს,

რა უნდა გითხრა, ყველაფერი ისედაც იცი…

იქიდან ალბათ, საუბრებში აყვები მამას,

მზის ჩასვლას არა, მზესთან ერთად ამოსვლას ყვები.

მთვარეს კი, როგორც ბავშვობაში დარჩენილ ჰამაკს,

იყენებ, როცა იმ ბავშვობას გაახსენდები…

ჭრილობას ალბათ, ღვთისმშობელი გიშუშებს ჯერაც,

მაგრამ დედაშენს მეტი ტყვია ყოველწამს ხვდება.

და გულის გულში, რწმენასავით მაინც რომ მჯერა,

უფალთან ყოფნით, ჭრილობები მოგიშუშდება…

და ღამის ცაზე, ვარსკვლავივით დაგეძებ ნიკო,

ჩვენში ხომ უჭირთ პატიება, ღვთაებრივ ნიჭის.

შენზე ვერავის წამოსცდება, ოდესღაც იყო,

რადგან სიკვდილსაც მოერია, მომავლის ბიჭი!..“ – წერს პეტრე კოლხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g