LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ნიკოლეიშვილი: “ნაციონალები” და მათთან აფილირებული პარტიები თუ არასამთავრობოები რას ითხოვდნენ ხომ გახსოვთ, ფანჯარა გაიხსნა და შევვარდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზეო – კიდევ რამდენი ქართველი, აფხაზი თუ ოსი უნდა მომკვდარიყო, გადამთიელების პოლიტიკური მიზნებისა თუ თამაშის გამო?! ხომ იქნებოდა ეს ჩვენი ერთმანეთთან დაბრუნების და გაერთიანების იდეის სამუდამო დასამარება?!

132
a101469_110446_1718799556683411b

„საქართველოსთვის გულანთებული ბიჭები ჯერ კიდევ იბრძოდნენ, როცა ნაცები საზღვარზე გარბოდნენ, ბრძოლის ველზე მიტოვებული ცხედრები გაცივებული არ იყო, როცა რუსთაველზე ზეიმი გამართეს, დაავიწყდათ, ხალხს არ დავიწყებია. ისიც გვახსოვს, თუ როგორ გადასცა სააკაშვილმა სტრატეგიული ობიექტები რუსეთს და მერე კი ლარსის გამშვებ პუნქტზე ტუჩზე კოცნით როგორ ეგებებოდა რუსებს, მაშინ აღარ იყვნენ ოკუპანტები?“ – ასე ეხმიანება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომაროს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე ოპოზიციის რეაქციებს.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება რომ შესრულებულიყო, ქართველების, აფხაზების და ოსების ერთმანეთთან დაბრუნების და გაერთიანების იდეა სამუდამოდ დასამარდებოდა.

როგორც ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, ეს გეგმა რომ არ გამოუვიდათ, ამიტომაც არიან რადიკალები გამწარებული, ვინაიდან ამას მათი მოღალატეობრივი ბუნება ვერ ეგუება.

“ნაციონალური მოძრობა, საერთოდ როგორ ლაპარაკობს აგვისტოს ომის გმირებზე, იმ გმირებზე, რომლებიც ბრძოლის ველზე მიატოვა მათმა ლიდერმა სააკაშვილმა. საქართველოსთვის გულანთებული ბიჭები ჯერ კიდევ იბრძოდნენ, როცა ნაცები საზღვარზე გარბოდნენ, ბრძოლის ველზე მიტოვებული ცხედრები გაცივებული არ იყო, როცა რუსთაველზე ზეიმი გამართეს, დაავიწყდათ, ხალხს არ დავიწყებია. ისიც გვახსოვს, თუ როგორ გადასცა სააკაშვილმა სტრატეგიული ობიექტები რუსეთს და მერე კი ლარსის გამშვებ პუნქტზე ტუჩზე კოცნით როგორ ეგებებოდა რუსებს, მაშინ აღარ იყვნენ ოკუპანტები? ომის დაწყება რომ ჩვენს სამხედროებს დააბრალეს, ტალიავინის კომისიის დასკვნასაც დაეთანხმნენ და ევრორეზულუციასაც ხელი მოაწერეს, საერთაშორისო სასამართლოსთვის სწირავდნენ ჩვენს ბიჭებს. ბიძინა ივანიშვილის სიტყვა არ მოსწონთ თურმე, შერიგებისთვის, ერთიანობისათვის, ჩვენი თანამოქალაქე ოსებისა და აფხაზების შემორიგებისათვის, ჩვენი საერთო იარების მოშუშებისთვის, სწორედ რომ შეცდომების აღიარებაცაა საჭირო და ერთმანეთის შენდობის თხოვნაც. ასე თუ დაუბრუნდებით ერთმანეთს, ასე უნდა დავიწყოთ ერთად ცხოვრების ახალი დღე. “ნაციონალები” და მათთან აფილირებული პარტიები თუ არასამთავრობოები რას ითხოვდნენ, ხომ გახსოვთ, არიქა, ფანჯარა გაიხსნა და შევარდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კიდევ რამდენი ქართველი, აფხაზი თუ ოსი უნდა მომკვდარიყო, გადამთიელების პოლიტიკური მიზნებისა თუ თამაშის გამო?! ხომ იქნებოდა ეს, ჩვენი თანამოქალაქეების საბოლო გათიშვა, ჩვენი ერთმანეთთან დაბრუნების და გაერთიანების იდეის სამუდამო დასამარება. ეს, რომ არ გამოუვიდათ, ამიტომაც არიან გაგიჟებული, გავეშებული და გამწარებული, ამას მათი მოღალატეობრივი ბუნება ვერ ეგუება, აბა ჩვენ გვკითხეთ, როგორ ვეგუებით თქვენს მზაკვრულ გეგმებს, თუმცა ამას ქართველი ხალხი არჩევნებზე აუცილებლად გაჩვენებთ.” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g