„რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უკანონოდ დაკავებულ გიორგი შანიძეს ივანიშვილის სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, – ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ავრცელებს.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ გიორგი შანიძე არის პოლიტიკური პატიმარი, რომელიც საქართველოს თავისუფალ მომავალს იცავდა:
„გიორგი შანიძე არის შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი, პოლიტიკური პატიმარი, რომელიც საქართველოს ევროპულ, თავისუფალ მომავალს იცავდა.
26 ოქტომბერს ცვლილებით უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შევქმნათ თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო სისტემა, რომელიც მოემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.
თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი შანიძეს!“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უკანონოდ დაკავებულ გიორგი შანიძეს ივანიშვილის სასამართლომ 4 წლით თავისუფლების…
Posted by ახალი • Ahali on ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი