LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არანაირი ქიმია!“ – რიჩარდ გირი ამბობს, რომ ჯულია რობერტსის მიმართ არასოდეს სასიყვარულო გრძნობა არ ჰქონია

419
„არანაირი ქიმია!“ - რიჩარდ გირი ამბობს, რომ ჯულია რობერტსის მიმართ არასოდეს არაფერს გრძნობდა

რიჩარდ გირმა ,,ვენეციის კინოფესტივალის” ფარგლებში გამართულ მასტერკლასზე, 90-იანების ლეგენდარული ფილმი „ლამაზმანი“ გაიხსენა და დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ქიმია ჯულია რობერტსის მიმართ, ხუმრობთ უპასუხა: „არა, ქიმია ჯულიას მიმართ არასოდეს მქონია. არანაირი ქიმია, უბრალოდ ფილმს ვიღებდით და არ ვიცოდით, ამ ფილმს ვინმე ნახავდა თუ არა“ – თქვა გირმა.

75 წლის გირი ამბობს, რომ მაშინ ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ფილმის რეიტინგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მალევე გაჩნდა ჭორები რიჩარდისა და ჯულიას შესაძლო სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამ კითხვაზე გირმა ღიმილით გაიხსენა გადაღების პროცესი და თქვა, რომ გადაღებების დროს ბევრს იცინოდნენ და საქმეს ნახევრად სერიოზულად უდგებოდნენ, რადგან ფილმის ასეთ წარმატებას არავინ ელოდა. არადა სწორედ ეს ფილმი გახდა ტრამპლინი ორივე მსახიობისთვის, ჰოლივუდურ დიდებამდე მიმავალ გზაზე.

10 ფილმი „ლამაზმანის“ გარდა, სადაც ჯულია რობერტსის სილამაზე და ნიჭი ყველა მოლოდინს აჭარბებს

რიჩარდ გირი, ჯეიკობ ელორდი და უმა თურმანი პოლ შრეიდერის ახალ ფილმში გამოჩნდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები