„ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი. როგორ შეიძლება ასეთ მშვენიერებას ასე უმოწყალოდ მოექცე?! ამაყობდე შენში, რომ მისნაირ მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ და ამავდროულად, გრცხვენოდეს შენი საქციელისა“, – ასე ეხმაურება მალხაზ მაჩალიკაშვილი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამავე პოსტში მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძესთან პირველ შეხვედრას იხსენებს და წერს, მისი გაცნობის ინიციატორი თავად კესარია იყო:
„არის ორი დიდი გაუსაძლისი ტკივილი. ეს ორივე დიდი ტკივილი კი შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდება. ამ დიდ ტკივილშიც არის ისევ დიდი სხვაობა. არის ადამიანი, რომელიც თავისი სიკვდილით კვდება და გტკივა გაუსაძლისად. არის ტკივილი, ვინმე მხეცი მოგიკლავს ახლობელს თუ ოჯახის წევრს.
როცა სრულიად არ ელოდები, მსგავსი უბედურება დაგატყდება თავს. ეს ტკივილი ბევრად უფრო დიდი ტკივილია, ვიდრე ის ტკივილი, რომელიც აღვნიშნე.
ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი. როგორ შეიძლება ასეთ მშვენიერებას ასე უმოწყალოდ მოექცე?! ამაყობდე შენში, რომ მისნაირ მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ და ამავდროულად, გრცხვენოდეს შენი საქციელისა.
ძალიან მტკივა ყველა სისხლის წვეთი, რომელიც სხვისი ხელით მხეცურად დაიღვარა, იღვრება და დაიღვრება.
სისასტიკეა, როცა შენ ფიქრობ სახელმწიფო გიცავს, მაგრამ მას შენთვის არ სცალია და ჰკიდიხარ. ამ გოგონას ვიცნობდი საკმაოდ ახლოს, რაც ეს ამბავი გავიგე, სულ ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა – „მე გავბედავ და ხელს ჩამოგართმევთ, ვიცი სხვებს არ ჰგავხართ“.
„მეგობრისგან გავიგე, დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო… კომპლექსები ჰქონდა, სულ ცდილობდა ისეთ ადგილებში წავსულიყავით, სადაც ბევრი ხალხი არ იქნებოდა“ – კესარია აბრამიძის მეგობარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულზე
მოკლული ქალის ახლო მეგობარი იხსენებს, დაკავებული მუდმივად ეჭვიანობდა.
ან რატომ არ უნდა გაებედა ჩემამდე მოსვლა, ისიც, მეც, შენც ხომ ყველა ერთი ღმერთის შექმნილი ვართ?! ღმერთმა თავად ხომ ყველაზე კარგად იცის, ვის ქმნის და რატომ ქმნის.
მე ამ დიდი მწუხარების მოზიარე ვარ“. – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
კესარია აბრამიძეს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ის გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.
არის ორი დიდი გაუსაძლისი ტკივილი. ეს ორივე დიდი ტკივილი კი შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდება. ამ დიდ…
Posted by მაჩალიკაშვილი მალხაზ on Thursday 19 September 2024