LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემის ეფექტური გამოჩენა მილანში, „ჰუგო ბოსის“ ჩვენებაზე

265
დევიდ ბექჰემის ეფექტური გამოჩენა „ჰუგო ბოსის“ ჩვენებაზე მილანში

დევიდ ბექჰემი, რომელმაც დიდი ხანია მოდის სამყაროში თავისი სიტყვა თქვა, ამჯერად „ჰუგო ბოსის“ ჩვენებას დაესწრო. ბრენდის ახალი კოლექცია მილანის მოდის კვირეულზე აჩვენეს და მას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. დევიდ ბექჰემი ბრენდის პატივსაცემად, „ჰუგო ბოსის“ ლურჯ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი. ის კვირეულზე მარტო მივიდა.

მოგვიანებით გავრცელდა ფოტო, როგორ ადევნებს თვალს ლეგენდარული ფეხბურთელი ჩვენებას მაყურებელთა რიგებიდან და მას გვერდს „ვოგის“ ყოფილი რედაქტორი, ანა ვინტური უმშვენებს.

დევიდ ბექჰემისა და 12 წლის ჰარპერის თბილი ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

„როცა ყველა იძინებს, მერე ვიწყებ სახლის დალაგებას, ვაწკრიალებ და ისე ვწვები“ – დევიდ ბექჰემი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები