ესპანეთში, „სან-სებასტიანის“ 72-ე კინოფესტივალი გაიხსნა. წითელი ხალიჩის მთავარ ვარსკვლავებად პენელოპა კრუსი და მისი მეუღლე, ხავიერ ბარდემი იქცნენ. ამ დღეს უმშვენიერეს პენელოპას „შანელის“ თეთრი, ვინტაჟური კაბა ამშვენებდა, 55 წლის ხავიერი კი მუქ ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
ღონისძიებაზე ხავიერს კინემატოგრაფიის წინაშე დამსახურებისთვის ჯილდო გადაეცა. სიტყვით გამოსვლის დროს, მსახიობმა მეუღლეს მიმართა და მას მხარში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ერთადერთი ქალი, რომელიც მე მიყვარს და ვისთანაც ერთადაც ცხოვრება გავიარე… მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ მუდამ გვერდში მიდგახარ და ჩვენს შვილებზე ასე ზრუნავ“, – განაცხადა ხავიერმა.
მისი სიტყვები საოცრად ემოციური იყო, ცრემლები ვერც თავად მსახიობმა შეიკავა, რომ არაფერი ვთქვათ სიტყვების ადრესატზე. პენელოპა საყვარელი მამაკაცის მიმართვამ ისე ააღელვა, რომ ის აქვითინდა.
ცნობისთვის, პირველად წყვილი 1992 წელს, ბიგას ლუნას ფილმის „ლორი! ლორი!“ გადაღებებზე შეხვდა ერთმანეთს. მსახიობები რამდენიმე პიკანტური სცენაში გამოჩნდნენ და სწრაფად მოიპოვეს ესპანეთის მთავარი სექს-სიმბოლოს სტატუსი. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
ვიდეო: პატარა „ლავ სთორი“ – ბრედ პიტი და პენელოპა კრუსი „შანელის“ რეკლამაში