ენდი მაკდაულმა და ჯეინ ფონდამ ნამდვილი ფურორი მოახდინეს, როცა „პარიზის მოდის კვირეულზე”, „ლორეალის” ჩვენებაზე, პოდიუმზე გამოჩნდნენ. 86 წლის ფონდა ბრწყინავდა ვერცხლისფერ პლაშჩსა და ბოტასებში, ხოლო 66 წლის მაკდაუელი, ბრენდის საღამოს მბზინავ კაბაში იყო გამოწყობილი.
საინტერესოა, რომ ორივე მსახიობი ხაზს უსვამდა სილამაზის ბუნებრივ სტანდარტებს, რადგან ორივე ჭაღარა თმით გამოვიდა პოდიუმზე. ასაკის მიუხედავად, ფონდაც და მაკდაუელიც, ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ. მალევე მათ „ლორეალის” სხვა ამბასადორები, ჰეიდი კლუმი, კარა დელვინი და კენდალ ჯენერი შეუერთდნენ.
როცა გამოხედვაც ახალგაზრდული გაქვს – 86 წლის ჯეინ ფონდას თვალწარმტაცი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე