LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეულში ქართული ღვინო წარადგინეს

106
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით, სამხრეთ კორეაში, ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო, მოიცავდა პრეზენტაციას 300 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 15-მდე მწარმოებლის 40 სხვადასხვა დასახელების ღვინო. ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინისა და კორეული სამზარეულოს შეხამების მასტერკლასიც გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები