LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრებო მარიმ დაგვტოვა, ვერ ვაზროვნებ, ძალიან ცუდად ვარ… რა გავაკეთო, მომხედეთ გთხოვთ,     რეფერალურში ვარ, აქ ჰყავთ მარი… მანქანას გაუტანია“ – თელავში ავარიას ცნობილი ტიკტოკერი, მარი ემსხვერპლა

2055
მარი (1)

სოციალურ ქსელში პოპულარული, ცნობილი ტიკტოკერი, თელაველი მარი – ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

„მეგობრებო მარიმ დაგვტოვა, ვერ ვაზროვნებ ძალიან ცუდად ვარ.

რა გავაკეთო მომხედეთ გთხოვთ რეფერალურში ვარ აქ ჰყავთ მარი.

ვის მივაკითხო არ ვიცი, მანქანას გაუტანია“ – წერს სოციალურ ქსელში დინა ნაწიფაშვილი და მარისთან ერთად გადაღებულ ვიდეოს უზიარებს საზოგადოებას.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ალაზნის გამზირზე მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

მარიკო💚🫶

Posted by Dina Nawifashvili on პარასკევი, 23 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები