LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომენატრე იკაკო! შენს გარშემო რატომ არავინ არ არის ჭკვიანი ადამიანი, რომ გითხრას დედასთან არ კონტაქტი შენზეც ცუდად აისახება… მარტო მე არ მავნებ, საკუთარ თავსაც ავნებ შვილო“ – ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური მიმართვა შვილს

599
ცისნამი საყვარლიშვილი ოჯახთან ერთად

„მიყვარხარ და შენთან ერთად მინდა“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი წერს და შვილს მიმართავს.

ემოციურ მიმართვაში ქართველი ემიგრანტი წერს, რომ შვილი ძალიან ენატრება.

ცისნამი საყვარლიშვილი „ფეისბუკში“ შვილის ვიდეოს ავრცელებს:

„მომენატრე იკაკო! შენს გარშემო რატომ არავინ არ არის ჭკვიანი ადამიანი, რომ გითხრას დედასთან არ კონტაქტი და ურთიერთობის არ ქონა შენზეც ცუდად აისახება. მარტო მე არ მავნებ, საკუთარ თავსაც ავნებ შვილო. მიყვარხარ და შენთან ერთად მინდა“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

სოციალური ქსელის მომხმარებლის კითხვაზე,თუ სად არის მისი შვილი, ქართველმა ემიგრანტმა უპასუხა, რომ თბილისშია:

„მამასთან არ არის. მამამისი ფილადელფიაშია! ნეტავ მამასთან იყოს. 🙏 მამის მშობლებთან არის თბილისში“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები