LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდიდესი პატივია ცოცხალ ლეგენდასთან ერთად იმღერო დუეტი, იდგე მის გვერდით სცენაზე და მოგიხსენიებდეს მეგობრად და კოლეგად! დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო მერაბ“ – ნინი შერმადინი ნიუ-იორკში გამართული კონცერტიდან კადრებს გვიზიარებს

145
ნინი შერმადინი

13 ოქტომბერს მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ნიუ-იორკში კონცერტი გამართა და ბროდვეის დიდ სცენაზე, Palladium Times Square-ზე ქართველი ემიგრანტებისთვის ცნობილი ჰიტები შეასრულა.

კონცერტს მომღერალი ნინი შერმადინიც ესწრებოდა, რომელიც სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მერაბ სეფაშვილთან ერთად სცენაზე დგომა და მასთან სიმღერა – მისთვის დიდი პატივია.

„უდიდესი პატივია ცოცხალ ლეგენდასთან ერთად იმღერო დუეტი, იდგე მის გვერდით სცენაზე და მოგიხსენიებდეს მეგობრად და კოლეგად! დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო მერაბ, ძალიან მიყვარხარ! ნამდვილად ერთადერთი და განუმეორებელი მერაბ სეფაშვილი ⭐️❤️ Sandro Merab Sepashvili“, – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები