LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი – მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს: ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ!

139
BeFunky-collage (5)

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია.

„მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს. მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ და შევალთ ევროპაში!

არ მინდა ამ დღეებში თქვენგან გავიგო „რაიმე თუ“ ან „რომ“. ყველაფერი ნათელია, აქ გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი. მადლობა თქვენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები