Shaboozey-ის 2024 წლის მესამე სტუდიური ალბომის – Where I’ve Been, Isn’t Where I’m Going მეოთხე სინგლი – A Bar Song (Tipsy) ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” აღმასვლას განაგრძობს.
საქმე ისაა, რომ 2024-ის ერთ-ერთი ტოპ ჩანაწერი, საკულტო ჰიტ-აღლუმის სათავეში ამ კვირაშიც დარჩა. შედეგად, ის ამ დრომდე ჩარტის ერთადერთ, 15 კვირიან რეკორდსმენს, 2022 წლის ჰიტს – As It Was ჰარი სტაილზის შესრულებით გაუთანაბრდა.
იმ შემთხვევაში თუ კომპოზიცია მომავალ კვირასაც ლიდერი იქნება, მაშინ ის 16 კვირიან რეკორდსმენთა სიაში შევა. ამ დროისთვის, Billboard Hot 100-ის 65 წლიან ისტორიაში 16 კვირიანი რეკორდი ლუის ფონსის, დედი იანკისა და ჯასტინ ბიბერის კოლაბორაციას Despacito, მერაია ქერისა და Boyz II Men-ის დუეტს One Sweet Day და მორგან უოლენის ტრეკს – Last Night ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ 16 კვირიანი რეკორდის შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” 19 კვირიანი ჰეგემონიაა, რომელსაც Lil Nas X-ისა და ბილი რეი საირუსის Old Town Road ფლობს.
Shaboozey-ის ჰიტი A Bar Song (Tipsy) ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” რეკორდსმენია