LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ტალახაძე: „ის ადამიანები, რომლებიც თითოეულ მათგანს [სპორტსმენებს] უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ, მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან – ასე შევაფასებდი ამ ყველაფერს“

134
ლაშა ტალახაძე

საზოგადოების ნაწილის არაერთგვაროვან შეფასებებს, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რამდენიმე წევრის მონაწილეობას მოჰყვა, ოლიმპიური ჩემპიონი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-7 ნომერი ლაშა ტალახაძე გამოეხმაურა.

ვიდეო: გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა ბექაური და სხვები – „ქართულმა ოცნებამ“ ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა

როგორც ძალოსანმა „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, „ის ადამიანები, რომლებიც სპორტსმენებს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ, მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან“.

ალეკო ელისაშვილი: „აი მაგ ფეხბურთელებმა პოლიტიკა და სპორტი რატო არ გამიჯნეს? მაგათთვის შეიძლება და სხვებისთვის არა ხო? ევროპაში რომ თამაშობ და რუსებს და მოღალატეებს უჭერ მხარს მაგრად ტეხავს“

„მოგეხსენებათ, ჩვენმა ფეხბურთელებმა რამხელა სიხარული მოგვიტანეს. ის ადამიანები, რომლებიც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ თითოეულ მათგანს [სპორტსმენებს], მათ ფრჩხილის ფასად არ ღირან – ასე შევაფასებდი ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ბულინგი, შეურაცხყოფა ძალიან ცუდია.

ბიჭებს მინდა ვურჩიო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ვიცხოვროთ ღირსეულ, განვითარებულ, მშვიდობიან საქართველოში, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რაც გვიყვარს და ეგეთი ადამიანები, სამწუხაროდ, ბევრნი იქნებიან, რომლებიც შეურაცხყოფას მოგვაყენებენ უმიზეზოდ და ა.შ.

მინდა თითოეულ მათგანს შევახსენო, რომ ის სიტყვები, რასაც ისინი ხარჯავენ, ჩვენ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე იქნება 26-ში, როდესაც გავიმარჯვებთ. უბრალოდ ყველამ ერთად გავიღიმოთ და გავუღიმოთ იმ ადამიანებს“, – თქვა ლაშა ტალახაძემ.

ნინო წილოსანი: „ამხელა სპორტული ჯახები რომ გაქვს გადატანილი ადამიანს – ჟორჟოლიანებმა, დიღმელაშვილებმა და ელისაშვილებმა რა უნდა დაგაკლონ“

მაია ბითაძე: როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი – რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც ფეისბუქზე ,,აკაკუნებს”, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები