LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა მხარდაჭერისთვის, ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა და არ მოაკლოს ჩვენს სამშობლოს მისი მფარველობა” – მაკა ასათიანი ყულევის ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე

537
yulevis-navtobgadamamushavebeli-qarkhana_w_h

მაკა ასათიანის კომპანია „ბლექ სი პტროლიუმი“ ყულევში სრული ციკლის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას აშენებს. კომპანიამ დღეს პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

“უკვე გაზაფხულზე შევძლებთ ჩვენი პროდუქტების უცხოეთში ექსპორტირებას. ეს პროექტი არის გამორჩეული მაგალითი მთავრობის და ბიზნესის თანამშრომლობის მხრივ. ნება მომეცით მადლობა გადავუხადო ყველა საფინანსო ორგანიზაციას და ჩვენს პარტნიორებს და პროექტში მონაწილე ყველა სუბიექტს. ჩვენ გავერთიანდით ერთი დიდი მიზნის ირგვლივ და საერთო ძალისხმევით შევძელით ჩვენი პროექტის განხორციელება.

მადლობა მხარდაჭერისთვის, ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა და არ მოაკლოს ჩვენს სამშობლოს მისი მფარველობა” – განაცხადა, მაკა ასათიანმა პროექტის პრეზენტაციაზე

მისი თქმით, მათი ტერმინალი პროდუქციის ექსპორტს 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g