LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემინემმა საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ და საკუთარი ხმის გამოყენებისკენ მოუწოდა – ბარაკ ობამამ მისი ჰიტი გარეპა

140
obama-eminem

დეტროიტში, ამერიკის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში, პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების, კამალა ჰარისისა და ტიმ უოლცის ამომრჩევლებთან შეხვედრა გაიმართა.

აუდიენციის მომხსენებლებს შორის, ემინემი და ბარაკ ობამაც იყვნენ. ეს უკანასკნელი სცენაზე სწორედ საკულტო რეპერმა მიიწვია, იქამდე კი დასძინა, რომ არჩევნებში საკუთარი ხმის გამოყენება აუცილებელია. ჰიპ ჰოპ არტისტმა საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ხალხს საკუთარი აზრის გამოხატვის არ უნდა ეშინოდეს.

,,არავის სურს ისეთი ამერიკა, სადაც ადამიანებს ეშინიათ, თუ რა შეემთხვევათ საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების შემთხვევაში. ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი მხარს უჭერს ამ ქვეყნის ისეთ მომავალს, სადაც ეს და კიდევ ბევრი სხვა უფლება დაცული და გარანტირებული იქნება,” – აღნიშნა ემინემმა.

ამ სიტყვების შემდეგ გამოვიდა სცენაზე აშშ-ს ყოფილი, 44-ე პრეზიდენტი, რომელმაც ასევე ისაუბრა არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მისი წარმდგენის ,,ოსკაროსანი” ჰიტი – Lose Yourself გარეპა.

შეგახსენებთ, რომ ემინემის Lose Yourself, რომელიც ფილმის ,,მერვე მილი” საუნდტრეკია, ,,ოსკარების” ისტორიაში პირველი ჰიპ ჰოპ ტრეკია, რომელსაც ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციაში ჯილდო მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები