LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1832
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მებრძოლი და შეუპოვარი მორიელის, მთვარე კი ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

კარგი დღეა ძველი ნივთების გადაყრისა და უსარგებლო ურთიერთობებისგან გათავისუფლებისთვის.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და საიდუმლოს გათქმას, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს დაწვრილმანება და პარტნიორის უმიზეზოდ კრიტიკა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ტესტირებისა და გამოცდების ჩაბარებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება.

ჯანმრთელობა – განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. კარგი დღეა მავნე ჩვევების დაძლევისა და დიეტის დაწყებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მალაქიტი, ონიქსი, ოპალი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და ლომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები