„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო, ბრიფინგზე შეაჯამა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა კვლავ მყარი უმრავლესობა მოიპოვა.
„2 137 უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო“ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 137 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 137 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო, მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებებისთვის 11.197 %-ით, მესამე ადგილზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9,797 % აქვს.
მან მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, ვინც მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ მომავალს.
„როგორც უკვე იცით და ცესკოს საიტზეც გამოქვეყნდა მონაცემები, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მომავალზე ევროპულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ მომავალზე და „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.