LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომავალი აუცილებლად გაიმარჯვებს! გავიმეორებ ნიკოს სიტყვებს: წალენჯიხა არის Role model-ი საქართველოსი“ – იზა ომაძე

183
იზა ომაძე

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „მომავალი აუცილებლად გაიმარჯვებს“. იზა ომაძე ნიკოს სიტყვებსაც იმეორებს, რომ „წალენჯიხა საქართველოს მისაბაძი მაგალითია“.

„ჩემი საქართველო აქ არის 🇬🇪 ყველას თქვენი წილი საქართველო დაგელოცოთ🙏

სადაც უფალია, იქ ბოროტებას, სიძულვილს, მწუხარებას არ აქვს ადგილი ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება ღვთის წყალობით🙏

ჩემს წალენჯიხელებს სათითაოდ გიხდით მადლობას❤️🙏🇬🇪

ცეცხლზე წვავდნენ და ყვიროდა მაინც, ბრუნავსო🙏

მეც სულ გავიმეორებ ნიკოს სიტყვებს წალენჯიხა არის role model-ი საქართველოსი❤️🙏

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი, მომავალი აუცილებლად გაიმარჯვებს…“, – წერს იზა ომაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g