საქორწილო და სხვა სახის წვეულებების ორგანიზატორმა კომპანიამ – Breezit იმ ჰიტების სამეული გამოავლინა, რომელთაც ქორწილებში ყველაზე ხშირად რთავენ.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ქორწილის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი მუსიკაა.
,,მუსიკა წარმოუდგენლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქორწილო ზეიმებში. ის ქმნის მოგონებებს და ხდის წყვილისა და სტუმრების განსაკუთრებულ დღეს დაუვიწყარს” – განმარტა არტურას ასაკავიციუსმა.
ამ ორიგინალური ჰიტ-პარადის სათავეში უიტნი ჰიუსტონის 1987 წლის კომპოზიცია – I Wanna Dance with Somebody (Who Loves Me) მოექცა.
საპატიო მეორე ადგილი ,,აბბას” 1976 წლის ჩანაწერს – Dancing Queen ერგო.
სამეულს აშერის 2004 წლის სიმღერა – Yeah! ხურავს, რომელიც Lil Jon-თან და Ludacris-თან კოლაბორაციაა.