LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი… არ მინდა, პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე“ – რას წერს მერაბ დვალიშვილი მოკრივე ავთანდილ ხურციძეზე, რომელიც ამბობს, რომ UFC-ის ჩემ­პი­ო­ნთან ბრძოლა სურს

465
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მოკრივე ავთანდილ ხურციძის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, რომელშიც ის მერაბ დვალიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ მასთან ბრძოლა სურს. ამასთან, ვიდეოში ავთანდილ ხურციძე ამბობს, ის მერაბ დვალიშვილს გათიშავს და კისერს მოსტეხს.

„მეგობრებო, რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს „ტიკ-ტოკ“ ვიდეომიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…

ადამიანი, რომელიც მსგავს რამეს იკადრებს, კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს!

მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს!

მას სჭირდება სერიოზული დახმარება.

მე არ მინდა, ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მით უმეტეს, სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს, ცილისწამებისთვის, ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში.

მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები, რომლებსაც პირადად ვიცნობ“, – წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში.

მეგობრებო რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ტიკ ტოკ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყბელებს იმაზე რომ…

Posted by Merab "The Machine" Dvalishvili on სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024

ცნობისათვის, მოკრივე ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ამბობს:

„ტე­ლე­ვი­ზია როა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­ჩხუ­ბა­რი პარტნი­ო­რი რომ ჰყავთ, მოდი, თქვენ პარტნი­ორს ვე­ჩხუ­ბე­ბი, „ვე­ბოქ­სა­ვე­ბი“ ოღონდ, ისე არა. ბოქსში, ვე­ბოქ­სა­ვე­ბი“, გა­მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი დვა­ლიშ­ვი­ლი და ბე­ბე­რი ავ­თან­დი­ლა ხურ­ცი­ძე და დავ­ცხოთ. მაგ­რამ ეგ დღეს და ხვალ არ მოხ­დე­ბა. ამას დრო დას­ჭირ­დე­ბა, ერთი წელი მა­ინც, ამ ერთ წე­ლიწადში კი­დევ რა­ღა­ცებს გა­ვა­კე­თებ და სა­რე­ი­ტინ­გო ბრძო­ლას… არც მა­გის ქა­მა­რი მინ­და, არც არა­ფე­რი, ერთ ათ რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში ვე­ჩხუ­ბე­ბი, თუ გინ­და, 12 იყოს.

კი არ მივა მა­ნამ­დე ჩხუ­ბი, მა­ნამ­დე მო­ტე­ხავ მა­გას კი­სერს. გავ­თი­შავ, ოღონდ „ბოქსში“ და გპირ­დე­ბით, რომ გავ­თი­შავ და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს ექ­ნე­ბათ სა­ყუ­რე­ბე­ლი.

კი, მარ­თა­ლია ჩემს ჩხუბს არ აჩ­ვე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და არ აჯილდოებენ, მაგ­რამ მე­რაბს ხომ აჩ­ვე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­მოვ­ჩნდე­ბი მეც“, – ამბობს ავთანდილ ხურციძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g