„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრემიერი, ირაკლი კობახიძე წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისალოც ტექსტს სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.
მისი თქმით, „პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“:
სალომე ზურაბიშვილი ტრამპს – „თქვენს არჩევას გილოცავთ! ძლიერი აშშ ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება და დაიცვას ჩვენი თავისუფლება“
მისალოც პოსტს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს.
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა
თენგიზ ფხალაძე: „ან რა გვწყინს ან რა გვიხარია?! ჩვენთვის არაფერი იცვლება – თუ ანტიამერიკულ ქვეყნებთან ფლირტაობას გავაგრძელებთ, ტრამპს იმაზე მძიმე რეაქცია ექნება, ვიდრე ეს „დემოკრატების“ პირობებში მოხდებოდა!“
„ტრამპიც, ამერიკაც და მსოფლიოც თავს რამენაირად მიხედავენ, იმაზე ვიფიქროთ, „ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!“ – როგორც ამას ოდესღაც ერთი ქართველი პოლიტიკოსი იტყოდა!“. – წერს თენგიზ ფხალაძე.
ფოტო: Reuters