რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ვიქტორია ბექჰემი 19 წლის ვაჟის, კრუზის არჩევანით უკმაყოფილო გახლდათ. საუბარია ბრაზილიელ ლამაზმანზე, ჯეკი აპოსტელზე, რომელსაც ბექჰემების უმცროსი ვაჟი უკვე რამდენიმე თვეა ხვდება. გოგონა კრუზზე 11 წლით უფროსია და ინსაიდერების ცნობით, სწორედ ეს გახდა ვიქტორიას უკმაყოფილების მიზეზი
სულ ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ ბოლოს და ბოლოს ვიქტორიამ ახალი სარძლო „მიიღო“. ყოველივე ამის ფონზე, შეყვარებული წყვილი პაპარაცებმა ღამის კლუბში გადაიღეს. ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ვნებიანად კოცნიდნენ.