LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეო ავტო Nissan-ის უახლეს მოდელებს წარადგენს

29

“ნისანის” ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია „ჯეო ავტო“ 7 ოქტომბერს ავტობილდის მიერ ორგანიზებულ თბილისის ავტო შოუზე,  “ნისანის” უახლეს მოდელებს წარადგენს. მათ შორის, “ნისანის” ყველაზე პოპულარულ მოდელებს მცირეზომიანი ქროსოვერების კლასში Nissan  Juke და სრულიად ახალ Nissan Kicks.

როგორც ”ფორტუნას” „ჯეო ავტო“ -დან აცნობეს, ავტო შოუზე განსაკუთრებული პატივით წარსდგება მსოფლიო „ბესტსელერი,”ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ელექტრომობილი Nissan Leaf, რომელიც საქართველოში ყოველდღიურად უფრო მოთხოვნადი ხდება.

”2017 წლის Nissan Leaf  არა მხოლოდ ვიზუალურად დაიხვეწა, არამედ  ტექნოლოგიურადაც გაუმჯობესდა. 30 kWh ბატარეის ერთი სრული დამუხტვა უკვე 250კმ გარბენის საშუალებას იძლევა.”ნისანის” ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები  კი სიმბიოზს ქმნიან ბუნებასთან.

Nissan Leaf  ეს არის:

არა 50%, არა 99%, არამედ 100% ელექტრო!

0 წვეთი ბენზინი!

0 CO2 გამონაბოლქვი!

ნაკლები სათადარიგო ნაწილები!

ნაკლები მომსახურება!

თუმცა Nissan Leaf არა მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვი და ავტომობილის შენახვის ნაკლები ხარჯებია,  ეს არის ავტომობილი, რომლის მართვაც  სიამოვნებას მოგანიჭებთ. ტევად 5 ადგილიან სალონში საკმარისი სივრცეა მთელი ოჯახისთვის. ”ნისანის” მოწინავე ტექნოლოგიები კი თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. აჩქარება მომენტალურია, ავტომობილის მართვა კი აბსოლუტურად უხმაურო.

ელექტრომობილი Nissan Leaf  საქართველოში ”ნისანის” ცენტრში ოფიციალურად 2017 წლის აგვისტოდან იყიდება. მომხმარებლებს მოემსახურება სპეციალურად ელექტრომობილებზე ადაპტირებული სერვის ცენტრი და კვალიფიციური პერსონალი”, – ნათქავმია ”ჯეო ავტოს” მიერ გავცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის ავტო შოუ ტრადიციულად თბილისობის დღესასწაულის პირველ შაბათ დღეს იმართება, მეტეხის ხიდზე დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე.მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ახლოდან იხილონ წარმოდგენილი მოდელები, გაეცნონ მათ მახასიათებლებს, ტექნიკურ პარამეტრებსა და აღჭურვილობას. ავტო შოუზე დასწრება თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები