„კიდევ ერთი ადამიანი ავარიდეთ ქუჩაში გაყინვას და თავისი სახლი აქვს“, – წერს სოციალურ ქსელში ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი და საზოგადოებას ამ ამბის ემოციურ ნაწილს უზიარებს.
„მაგრამ აქ, ამაზე სასწაული ამბავია და ახლა გეტყვით… ასეთი კონტეინერის დასადგმელად, სულ 15 კვადრატული მიწა გვჭირდება. დენი და წყალი რომ ახლოს იყოს და თითქმის შეუძლებელი გამოდგა ამხელა ქალაქში ასეთი ადგილის პოვნა. როგორ არ ვცადეთ და ერთი კაცი არ გამოგვხმაურებია არცერთი მხრიდან.
ამას წინათ ერთ ბებოს დავეხმარეთ. ნანგრევებში ცხოვრობდა და ახლა კარგად არის.
როცა ეს ამბავი გაიგო, თავისი ერთი გოჯი მიწა ამ კაცს გაუყო და კონტეინერი დაგვადგმევინა. თუ დაატევთ, ერთი კიდევ დადგითო…
ახლა მეზობლები არიან და ერთმანეთს ეხმარებიან… ასეთ დიდ ადამიანებს, ახლოდან მხოლოდ ქუჩაში შეხვდები…
სულ რვა ადამიანი შევასახლეთ ქუჩიდან და იცოდეთ, რომ ისინი თქვენი დამსახურებით გადარჩნენ“. – წერს აკა სინჯიკაშვილი „ფეისბუქზე“.
კიდევ ერთი ადამიანი ავარიდეთ ქუჩაში გაყინვას და თავისი სახლი აქვს ❤️ მაგრამ აქ, ამაზე სასწაული ამბავია და ახლა გეტყვით…
Posted by Akaa Sinjikashvily on Thursday 14 November 2024