რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას მომღერალი მერაბ სეფაშვილი შეუერთდა.
„ყველა პროტესტს აქვს მნიშვნელობა. ელემენტარულს, ერთკაციანსაც კი, ეს არის ხალხის თავისუფალი ნება, ხალხის პროტესტი.
ჩვენ მოქალაქეები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას. აქ არის სხვა რაღაცაზე ლაპარაკი ხომ? აქ არის შენი ხმის დაცვაზე და შენს მოქალაქეობრივ ვალზე ლაპარაკი. ასე, რომ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ახალგაზრდები არიან მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვნები“,- განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.
ოპოზიცია 24 -საათიან პროტესტს აანონსებს – თსუ-სთან კარვები იშლება