LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ ვრჩებით, ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ვიყოთ ბევრი რეჟიმის წინააღმდეგ, რეჟიმი ვერ გაუძლებს“ – რა ვითარებაა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

145
აქცია

თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ღამე ადგილზე გაშლილ კარვებში გაათენეს.

ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარედ ამ დროისთვის, 20-ზე მეტი კარავია გაშლილი – პარალიზებულია ჭავჭავაძისა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი

ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება რამდენიმე მიმართულებით იყო შეფერხებული.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე ბევრი მოქალაქე მივიდეს.

„24 საათის მანძილზე ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ, ვიდგებით აქ – მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“ – გიორგი ვაშაძე

„ყველას მინდა ვთხოვო, რომ მოვიდეს. ვინც დაიძინა, ვინც დაისვენა, მოვიდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს ვიყოთ ბევრი რეჟიმის წინააღმდეგ. რეჟიმი ვერ გაუძლებს იმას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში იჯანჯღაროს და იყანყალოს“, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

„მთელი ღამე აქ ვართ, ძალიან ვამხნევებთ ერთმანეთს. ყველას მივმართავ: მოდით, ჩაენაცვლეთ ამ ხალხს, ჩვენ აქ ვართ, არსად არ გავალთ, ღამე გადავლახეთ, მობრძანდით, რომ ყველა ერთად დავდგეთ და ჩვენი პროტესტი გავაგრძელოთ“, – აღნიშნა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიასთან საუბარში.

ცნობისათვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან.

ხატია დეკანოიძე: ახლა პოლიცია ფიქრობს, რომ დილას, 4 საათიდან 6-მდე დაგვარბევს – ვერაფერს იზამენ თუ ბევრი ვიქნებით

სტუდენტების მანიფესტი – არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და არჩევნების შედეგების შესაბამისად დაკომპლექტებულ პარლამენტს ლეგიტიმურად – მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g