LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Xiaomi-ს კროსოვერის პრემიერის თარიღი ცნობილია

108
Xiaomi-ს კროსოვერის პრემიერის თარიღი ცნობილია

ცნობილია თუ როდის გამოუშვებს Xiaomi თავის პირველ კროსოვერს. თითქმის ერთი წლის წინ, 2023 წლის დეკემბერში – ჩინურმა ტექნოგიგანტმა თავისი პირველი ავტომობილი წარადგინა. ის გახდა სედანი Su7, რომელსაც მიუხედავად აჟიოტაჟისა, Xiaomi-სთვის დღემდე მხოლოდ ზარალი მოაქვს – 5 ათასი დოლარი თითოეულ გაყიდულ მოდელზე.

მომავალი წლის დასაწყისში ბრენდის ხაზს კროსოვერი დაემატება და ყველას დიდი იმედი აქვს, რომ ის თავის წინამორბედზე ბევრად უკეთ გაიყიდება. Xiaomi-ს კროსოვერს, რომელიც შიდა ინდექსით MX11-ითაა ცნობილი, საზოგადოება 2025 წლის პირველ ნახევარში იხილავს. მოდელის მიწოდება კი დიდი ალბათობით, აპრილის თვიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები