LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, მაგრამ ხომ უნდა მოძებნო თავში გამბედაობა, ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა?“ – გიორგი გახარია

118
გიორგი გახარია

ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, მაგრამ ხომ უნდა მოძებნო თავში გამბედაობა, ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა?, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ხალხი უნდა დასანქცირდეს და მათზე ისეთი წნეხი განხორციელდეს, რომ იძულებულები გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

„გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ. ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, დათვრე იმ სიგიჟისგან, რაც გაკეთებული გაქვს. მაგრამ შენ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება და გამოხვიდე, ამ ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა. ხომ არ შეიძლება გადააყოლო ქვეყნის ბედი, მომავალი, შენი შვილების მომავალი, შენი ქვეყნის ნორმალური დემოკრატიული განვითარება და ისევ რუსთაველზე დააპირისპირო ქართველები ერთმანეთს?! როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? ამიტომ, ჩვენი, თითოეული ქართველის ბრალია. ბოლომდე ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ.

გზა არის მთავარი – უნდა მოვახერხოთ, რომ ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, ქვეყნის შიგნით მასზე ზეწოლით, მუდმივი მშვიდობიანი აქციებით ქუჩაში, ჩვენი პარტნიორების ზეწოლით. საქართველოს მოქალაქეებს კი არ უნდა გაუუქმონ თავისუფალი, უვიზო რეჟიმი, არამედ ისინი უნდა დაასანქცირონ, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა. ვინც დღეს დადგა კიდევ ერთხელ სცენა, რომ ქართველი ქართველის წინააღმდეგ დგას – ერთ მხარეს პოლიცია, მეორე მხარეს რიგითი მოქალაქეები, ეს ხალხი უნდა დასანქცირდეს და მათზე ისეთი წნეხი განხორციელდეს, რომ იძულებულები გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნონ ის, რაც მოჰპარეს და მისცენ არჩევნების ახალი თარიღი. ეს იქნება გამოსავალი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.

„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე

აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, რუსებო“ სკანდირებენ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ზუგდიდში მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ – ადგილზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

„ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად… მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ“ – ნიკა გვარამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g