„თუ მართლა გული შეგტკივათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ერთად მოვუწოდოთ მათ, გაგვიხსნან მოლაპარაკებები“. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„დაფინანსების გაჩერებით და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ – როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია? გახსენით ხვალვე მოლაპარაკებები და ვნახოთ რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მდგომ ყველა კანდიდატ ქვეყანას“ – მაია ბითაძე ევროკავშირს
მისივე თქმით, რასაც ევროპელი მეგობრები დღეს საქართველოს უკეთებენ, ამას უთხრეს უარი ქართველებმა 90 იანებში.
„ისე, როგორც არასდროს, ახლა ყველაზე კარგი დროა, თუ მართლა გული შეგტკივათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ერთად მოვუწოდოთ მათ, გაგვიხსნან მოლაპარაკებები.
თავად ევროკავშირს კი ყველაზე კარგად შეუძლია, დაასრულოს ეს უსაფუძვლო დისკუსია.— გახსნას მოლაპარაკებები და ყველა დაინახავს, რამდენად ერთგულად მიდის ქართული ოცნება ევროკავშირისკენ.“ – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.