LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი კერძო ტერიტორიაზე 1000-ჯერ მაინც შეიჭრა და ეს თავის ჰობად გაასაღა

103
man-who-broke-into-someones-house-more-3273201

კერძო ტერიტორიაზე შეღწევის მოყვარულმა კანონის დარღვევა თავის ჰობად დაასახელა. Japan Today-ის ინფორმაციით, უცნაური შემთხვევა იაპონიაში მოხდა.

ორშაბათს, 25 ნოემბერს, ფუკუოკას პრეფექტურის პოლიციამ 37 წლის იუტუ სუტავარუ დააკავა და კერძო ტერიტორიებზე უკანონოდ შეღწევის ბრალდება წაუყენა. სუტავარუ თავის ბაღში სახლის მეპატრონემ დაინახა, უცნობს გაეკიდა და დაიჭირა. ამ დროს მამაკაცის მეუღლემ პოლიციაც გამოიძახა.

დაკითხვის დროს დაკავებულმა ყველაფერი აღიარა. მან პოლიციას უამბო, რომ უცხო ტერიტორიებზე 1000-ზე მეტჯერ მაინცაა შეჭრილი. იაპონელმა დააზუსტა, რომ მას აქვს სამსახური და სხვისთვის ზიანის მიყენება არც უფიქრია. „ჩემი ჰობი – კერძო ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევაა. ძალიან სახალისოა- იფიქრო იმაზე, შეგამჩნევენ თუ ვერა. ნერვული აღგზნება იმაზე ფიქრით, დამიჭერენ თუ დავუძვრები, სტრესის მოხსნაში მეხმარება“, – დააზუსტა კანონდამრღვევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები