ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, ქეით მიდლტონი პირველი ოფიციალური ვიზიტით, კატარის ემირს ეწვია, მას თან მეუღლე, პრინცი უილიამი ახლდა. ამ დღეს 42 წლის პრინცესას ჩაცმულობა, როგორც ყოველთვის, კონსერვატიული იყო.
მან არჩევანი თავისი საყვარელი ბრენდის, „ალექსანდრ მაკ-ქუინის“, ბორდოსფერ კაბა-პალტოზე შეაჩერა, რომელსაც ამავე ფერის ტყავის ხელთათმანი და ბერეტი შეუხამა. ქეითს ასევე იტალიელი დიზაინერის, „ჯანვიტო როსის“, 1650 ფუნტ სტერლინგად შეფასებული ჩექმა ეცვა, ხელში კი 3762 ფუნტ სტერილგიანი „შანელის“ ჩანთა ეკავა.
აღსანიშნავია, რომ უელსის პრინცესამ ორი თვის წინ, ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა. მედიის ცნობით, ქეითი და მისი მეუღლე, პრინცი უილიამი 2025 წელს მსოფლიოს ტურნეს ფარგლებში, არაერთი ქვეყნის მონახულებას გეგმავენ.
სიმსივნის დამარცხების შემდეგ, ქეით მიდლტონი პრინცესა დაიანას მარგალიტის საყურეებით გამოჩნდა
ქეით მიდლტონმა ქიმიოთერაპიის დასრულებისთანავე, სპორტდარბაზში ვარჯიში განაახლა
გამოჯანმრთელებული ქეით მიდლტონი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა