LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში რჩება

128
გიორგი ოკმელაშვილი

14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში რჩება.

აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო – სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

მორიგი სასამართლო სხდომა 10 იანვარს ჩაინიშნა.

ბრალდებულის ადვოკატის, კობა ბარამიას განცხადებით, სხდომის გადადება დროის გაჭიანურებას ემსახურება, რათა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო ვადაში გიორგი ოკმელაშვილის შეწყალება ვერ მოასწროს.

„იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა“, – პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გიორგი ოკმელაშვილი დააკავეს

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა, შეკრებილები იყვნენ მისი მხარდამჭერები.

შეგახსენებთ, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

„კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირი სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g