ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო – 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ მსახიობს მოსამართლემ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ მიიღო. აღნიშნულო გადაწყვეტილებით მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე და ის გაამართლა, თუმცა, სამარღალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე.
გიორგი ნაკაშიძე: „სახლში ვარ უკვე. „მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევედი წინა პარამეტრზე“, დამაკავეს სამ კაცთან ერთად“
„ჩვენს მრავალტანჯულ საქართველოს გაუმარჯოს“
დღევანდელ სხდომაზე ორი პოლიციელი და მსახიობი, რეჟისორი ზურა გეწაძე დაიკითხა. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანი ადამიანები. მათ შორის, გიორგი ნაკაშიძის მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფება რეჟისორი ქეთი დოლიძეც.
ცნობისთვის, გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.