LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: „პოლიცია არის „ბანდერლოგებთან“ ერთად კოორდინაციაში, ჩემთვის ეს არის განსაკუთრებით მტკივნეული იმიტომ, რომ მე ვმუშაობდი ძალიან ბევრ ქვეყანაში იმისთვის, რომ საქართველოს მსგავსი პატრულის სისტემა შექმნილიყო“

140
ხატია დეკანოიძე

„ახლა, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია უბრალოდ არის ყოველგვარ ზღვარს გადასული და იმ ახალი ცვლილებებით, რომელიც შევიდა „პოლიციის შესახებ კანონში“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, პოლიციის უფლებრივი დიაპაზონი არის განუსაზღვრელად რეპრესიული“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს შსს-სთან განუცხადა, სადაც ახალგაზრდებმა აქცია გამართეს სლოგანით „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, „ყველა ადამიანის, არათუ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, არამედ გადაადგილების თავისუფლება არის შეზღუდული, პოლიციას შეუძლია გააჩეროს ყველა ჩვენგანი და დააკავოს იმიტომ, რომ რაღაც არ მოეწონა“:

„პოლიცია არის „ბანდერლოგებთან“ ერთად კოორდინაციაში. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებით მტკივნეული იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, მე ვმუშაობდი ძალიან ბევრ ქვეყანაში იმისთვის, რომ საქართველოს მსგავსი პატრულის სისტემა შექმნილიყო, რომელიც იყო ნამდვილად ხალხის სამსახურში, რაღაც დრომდე. ახლა, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია უბრალოდ არის ყოველგვარ ზღვარს გადასული და იმ ახალი ცვლილებებით, რომელიც შევიდა „პოლიციის შესახებ კანონში“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, პოლიციის უფლებრივი დიაპაზონი არის განუსაზღვრელად რეპრესიული.

ყველა ადამიანის, არათუ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, არამედ გადაადგილების თავისუფლება არის შეზღუდული, პოლიციას შეუძლია გააჩეროს ყველა ჩვენგანი და დააკავოს იმიტომ, რომ რაღაც არ მოეწონა. გარდა იმ სასტიკი ისტორიებისა, ნაწამები ადამიანებისა, მე შემზარა ისტორიამ, ადამიანს დედა გარდაეცვალა იმიტომ, რომ მას არ მისცეს საშუალება დაერეკა ვინმესთან და დედა მარტო იყო ჩავარდნილი. ახალგაზრდებთან, ახლა, მოვედი, როგორც რიგითი ადამიანი. ჩემი ემოცია დღესა არის ის, რომ ჩვენი ახალგაზრდების წამებას რეჟიმი მხოლოდ იმიტომ ახორციელებს, რომ ახალგაზრდებს უნდათ ის საქართველო, რომელიც არის ჩვენი ეროვნული მისია წლების განმავლობაში. ამიტომ, თავისუფლება ყველა დაკავებულს და რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები, რომელიც ამ უმძიმესი კრიზისიდან უმნიშვნელოვანესი გამოსავალია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g