LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარული კევინმაც იპოვა“ – 69 წლის კევინ კოსტნერი მედიისთვის უცნობ ქალბატონთან ერთად ზამთრის კურორტზე ისვენებს

104
page

კევინ კოსტნერი პაპარაცებმა მედიისთვის უცნობ ქალბატონთან ერთად კურორტ ასპენაში გადაიღეს. „იელოსტოუნის“ 69 წლის ვარსკვლავი თბილ ქურთუკში იყო გამოწყობილი. მას თან ოთხფეხა მეგობარი, თეთრი ლაბრადორი ახლდა. წყვილის ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„სიყვარული კევინ კოსტნერმაც იპოვა“, „კევინი დიდ ბედნიერებას იმსახურებს“, „განქორწინება მოუხდა“, – არ წყდება კომენტარები.

აღსანიშნავია, რომ კოსტნერს საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა. ის მეუღლეს, კრისტინა ბაუმგარტნერს, 18 წლიანი ქორწინების შემდეგ, გასულ წელს დაშორდა. ტაბლოიდების ცნობით, განქორწინების ინიციატორი, კოსტნერის მეუღლე იყო.

განქორწინების შემდეგ, უსაშველოდ დამშვენებული კევინ კოსტნერი კრემისფერ კოსტიუმში შეუდარებელია

ფოტო: კევინ კოსტნერისა და სუზან სარანდონის ემოციური შეხვედრა 36 წლის შემდეგ

„კევინ კოსტნერს მეუღლემ ძმაკაცთან უღალატა“ – კრისტინა ბაუმგარტნერი ჰავაიზე გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები