LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2300
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 17:26-დან 23:10 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიურპრიზების დღეა! ილოცეთ და დალოცეთ ახლობლები, ჩამოწერეთ ან ჩაიფიქრეთ სურვილები, რომელთა ასრულებას დიდი ხანია ნატრობთ.

მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას, კამათს და საქმის გარჩევას.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ინტრიგების, მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

არ ღირს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, რათა არ გამოიწვიოთ აგრესია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ბინის შეცვლა და სესხის აღება, ახალი კავშირების გაბმა და ახალი ნაცნობების შეძენა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით და ხორცით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, შავი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, მალაქიტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები