LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ჯაფარიძე: „ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ შეჭამს… მთელი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოეფშვნათ“

155
ოპოზიციის ბრიფინგი

„ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ „შეჭამს“. ბოლო კვირების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო, ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელიც თითქოს არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას მისცემდა და მოხდა ამის საპირისპირო“,– ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ეუთო/ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი: „ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით – დროა შეწყდეს თავდასხმები უცხოეთიდან“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, „მთელი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოეფშვნათ, ზუსტად ისე როგორც ჩამოეფშვნებათ ის პროპაგანდა, რომ 20 იანვრის შემდეგ, როცა ტრამპის ინაუგურაცია იქნება, რაღაცები დალაგდება, არაფერი მსგავსი არ მოხდება“

მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა ჩვენს პარტნიორებს არჩვებთან დაკავშირებით შეხედულებებს კიდევ უფრო გაუმყარებს და კიდევ უფრო მაღალი იქნება პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც მისივე თქმით, შესაძლოა სანქციებით გამოიხატოს:

ეუთო/ოდირი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს

„მრავალმა საკითხმა ნეგატიურად იმოქმედა ამ არჩევნების სამართლიანობაზე“

„დასკვნაში წერია, რომ ივანიშვილი ყველანაირად ეცადა, რომ შეექმნა ანტურაჟი, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარდებოდა არჩევნები, მაგრამ ის, რაც არჩევნების დღემდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ ხდებოდა და ხდება ამას შესაძლოა ეწოდოს ყველაფერი, არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესის გარდა. ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ „შეჭამს“. ეს არის სინამდვილეში, რაც დასკვნაში წერია. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბოლო კვერების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელიც თითქოს არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას მისცემდა და მოხდა ამის საპირისპირო.

მთელი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოეფშვნათ, ზუსტად ისე, როგორც ჩამოეფშვნებათ ის პროპაგანდა, რომ 20 იანვრის შემდეგ, როცა ტრამპის ინაუგურაცია იქნება, რაღაცები დალაგდება და თითქოს რაღაცებს გააუმჯობესებენ. არაფერი ეგეთი არ მოხდება. ეს დასკვნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა, ეს იქნება სანქციები, თუ იქნება ეს სხვა სახის მხარდაჭერა, უფრო მკაცრი და ეფექტური იქნება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ დასკვნის არსებობა იმ სახით, როგორც ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა. პროტესტის მონაწილეებს მინდა მივმართო, თქვენი დამსახურებაა ის, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, დიდი მადლობა“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

მამუკა ხაზარაძე: „ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში! ახალი არჩევნები! სხვა გამოსავალი არ არის!“

„კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდება ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს“ – სალომე ზურაბიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნაზე

ოუენ მერფი – „მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს“

პრემიერი:„მადლობას ვუხდი ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები, რომ გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის“

ცესკო – ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g