„ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი სიყვარული გამომიგზავნეთ მე და ჩემს ოჯახს, დიდ მადლობას გიხდით და ბევრ სიყვარულს გიგზავნით“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანია წერს.
ჟორდანია შვილის, მომღერალ ნინი ქარსელაძის ცნობილ ინტერვიუს აზიარებს, რომელიც „ტაბულას“ ეთერში მრავალი წლის წინ გავიდა და სადაც ნინი ქარსელაძეს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, თუ რა უყვარს სამშობლოზე მეტად:
„მოგმართავთ თქვენ, იმ (არა)ადამიანებს, ვინც აფთრებივით დაესიეთ, ჩემს შვილ-ნინი ქარსელაძეს, თქვენ ხართ მკვლელები!!!“ – ხათუნა ჟორდანია
ჟორდანიას მიმართავს ადამიანებს, რომლებიც მისი თქმით, მის შვილს, ნინი ქარსელაძეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული საახალწლო კონცერტზე მონაწილეობის გამო აბულინგებენ.
„ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი სიყვარული გამომიგზავნეთ მე და ჩემს ოჯახს, დიდ მადლობას გიხდით და ბევრ სიყვარულს გიგზავნით. P. S. გიზიარებთ ამონარიდს, იმ ავადსახსენებელი ნინის ინტერვიუდან. დასკვნები თქვენთვის მომინდია.
და ბოლოს: ჩვენ, ყველას, ჩვენებურად გვიყვარს ჩვენი სამშობლო. გინდ იქით იყავით, გინდ აქეთ…“ – წერს ხათუნა ჟორდანია და ვიდეოს ავრცელებს.
ვიდეო: „ქუჩის ბიჭებმა“ და ნინი ქარსელაძემ ქუთაისში საახალწლო კონცერტზე იმღერეს
ზურა ხაჩიძე: „თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ! ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად!“
„თქვენგან ნასროლი ტალახი ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან მის საპირწონედ ყოველ ქალაქში სადაც ჩავდივართ, დიდი სითბო და სიყვარული გვხვდება, სიყვარული, რომელსაც ვერ იყიდი!“ – წერს ზურა ხაჩიძე.
ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი სიყვარული გამომიგზავნეთ მე და ჩემს ოჯახს, დიდ მადლობაა გიხდით და ბევრ სიყვარულს გიგზავნით. P. S. გიზიარებთ ამონარიდს, იმ ავადსახსენებელი🥱 ნინის ინტერვიუდან. დასკვნები თქვენთვის მომინდია. ❤️ და ბოლოს: ჩვენ, ყველას, ჩვენებურად გვიყვარს ჩვენი სამშობლო. გინდ იქით იყავით, გინდ აქეთ❤️❤️❤️❤️❤️
Posted by ხათუნა ჟორდანია on სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024