პოლონურმა კომპანიამ Clone Robotics წარადგინა პირველი რობოტი Clone Alpha, რომელსაც სინთეტიკური ორგანოები, ხელოვნური კუნთები და ჩონჩხის სისტემა აქვს. იგი დეტალურად იმეორებს ადამიანის აგებულებას.
რობოტი აღჭურვილია რთული სენსორული სისტემითა და 400-მდე ინერციული გადამცემი მოწყობილობებით.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ რობოტებს ის მოქნილობა და ფიზიკური ძალა ექნებათ, რაც ცოცხალ არსებებს ახასიათებთ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე 279-მა დამკვეთმა გამოთქვა Clone Alpha-ს შეძენის სურვილი.