ლელა წურწუმია და კახი მამულაშვილი ახალ წელს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას შეუერთდნენ.
მანამდე, კი ლელამ ქუჩაში იპოვა ძაღლი, რომელიც პატრონს უვნებლად ჩააბარა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამულიჩა წერს და აღნიშნავს, რომ ეს ახალი წელი დაუვიწყარი იქნება.
„ძალიან მაგარ ივენთს დავესწარით, კი დავაგვიანეთ, მაგრამ საპატიო მიზეზი გვქონდა.
დოიმ გამოგვიარა და მივდიოდით რუსთაველზე. ელბაქიძის დაღმართზე ლელამ შენიშნა, ძაღლი, რომელიც შეშინებული დარბოდა მანქანებში, თითქოს პატრონს ეძებდა.
ხოდა ლელამ არც აცია არც აცხელა, ჩახტა მანქანიდან, ძაღლს მივარდა და გაარიდა გზიდან.
მოკლედ 2 საათი ვიდექით, მე , ლელა და ეს შეშინებული ძაღლი, ძალიან წყნარად ლელას ფეხებში თბებოდა თან.
დავდეთ ვიდეო, რომელიც ეგრევე დააშეარა ბევრმა ადამიანმა და ვიპოვეთ პატრონიც.
რისი თქმა მინდოდა, ყველას დიდი მადლობა, ეს ახალი წელი ელბაქიძეზე ჯეკოსთან ერთად, დაუვიწყარი იქნება. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა და ვულოცავდით ერთმანეთს.
ძალა ერთობაშია. მადლობა ხალხო, პატარა, მაგრამ მაგარი საქმე გავაკეთეთ.
ჯეკო, ისეთი გადარეული წაიყვანეს ოჯახში, ჩვენ კი აშლილ სუფრაზე უკვე ვეწვიეთ რუსთაველს,“ – წერს კახი მამულაშვილი.